Prime Time: Batumi emerges as winner at World Travel Awards
11 June 2019 - Prime Time
აჭარის მთავრობის დელეგაცია პორტუგალიიდან ბათუმში დაბრუნდა, სადაც მადეირას რეგიონში გამართულ ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოეწყო, რომელსაც ბათუმელებთან ერთად აეროპორტში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის ტურისტიც ესწრებოდა.
პორტუგალიაში, მადეირაში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „ვორლდ თრეველევორდსის“ (World Travel Awards) დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა.
Source: Prime Time